
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის თანასწორობის კლუბი
![lobo+cover [Recovered]_TSU.png](https://static.wixstatic.com/media/ab0866_2f31ae99a42d48509b5a835d9d462f9d~mv2.png/v1/fill/w_400,h_400,al_c,q_85,usm_0.66_1.00_0.01,enc_avif,quality_auto/lobo%2Bcover%20%5BRecovered%5D_TSU.png)

თსუ-ს თანასწორობის კლუბი 2022 წლის 21 მაისიდან ფუნქციონირებს. წარდგენითი ღონისძიების შემდეგ დაიწყო დაინტერესებული სტუდენტების რეგისტრაცია კლუბის წევრთა რიგებში.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის თანასწორობის კლუბმა განახორციელა 8 აქტივობა და დაფუძნებიდან დღემდე გააერთიანა 122 წევრი.


პროექტები
ტრენინგი- დისკრიმინაცია შრომით ურთიერთობებში და დასაქმებულის უფლებათა დაცვა
3-11 ნოემბერი, 2022 წელი
კამპანია #ALLFORYOUTH ფარგლებში ასოციაციის ოთხივე საუნივერსიტეტო კლუბში ჩატარდა ტრენინგი თემაზე - „დისკრიმინაცია შრომით ურთიერთობებში და დასაქმებულის უფლებათა დაცვა“.
სესია თემაზე „არა კი-ს არ ნიშნავს“
16 ნოემბერი, 2022 წელი
კამპანია #ALLFORYOUTH ფარგლებში ასოციაციის ოთხივე საუნივერსიტეტო კლუბში ჩატარდა სესიები თემაზე „არა კი-ს არ ნიშნავს“ რომელიც ძალადობის ფარული ფორმების განხილვას მოიაზრებდა. ახალგაზრდები გაეცნენ ძალადობის სხვადასხვა სახეებსა და მათი გამოვლენის ფორმებს
კინოჩვენება- 6-20 დეკემბერი, 2022 წელი
კამპ ანია #ALLFORYOUTH ფარგლებში ასოციაციის ოთხივე საუნივერსიტეტო კლუბში წარიმართა დისკრიმინაციის ამსახველი ფილმების ჩვენება, რომელსაც ბოლოს დარგის ექსპერტებთან ერთად დისკუსია მოჰყვებოდა.
შეხვედრა ქალ მეღვინესთან
13 აპრილი, 2023 წელი
შეხვედრა ჩატარდა Ia’s Wines-ს დამფუძნებელთან, რომელმაც გაგვიზიარა თუ როგორია წარმართო ბიზნესი საპირისპირო სქესით დომინირებულ სფეროში. ამასთან, გვიამბო მეღვინეობის იდეის დაბადებისა და განვითარების ისტორია.
მამაკაცები ხელსაქმეში ქართული კერამიკა
11 აპრილი, 2023 წელი
წარიმართა ქართული კერამიკის მასტერკლასი თელავში არსებულ ობიექტში სახელწოდებით „კერა“. სპიკერთან ერთად განვიხილეთ ხელობის ისტორია და პოტენციალი.
დიდი ცვლილებები საზოგადოების დამოკიდებულებაში აშკარაა, თუმცა ჯერ კიდევ ბევრია გასაკეთებელი იმისთვის, რომ ქართველებმა შშმ პირები ქველმოქმედების ობიექტებად აღარ აღიქვან და სრულად გააცნობიერონ, რომ ისინი სრულუფლებიანი მოქალაქეები არიან, რომლებიც განათლებაზე, დასაქმებასა და საზოგადოებრივ ცხოვრებაზე თანაბარ წვდომას იმსახურებენ. ამ საკითხებზე თსუ-ს თანასწორობის კლუბში ეკატერინე დგებუაძემ ისაუბრა.
