
კავკასიის უნივერსიტეტის თანასაწორობის კლუბი


კავკასიის უნივერსიტეტის თანასწორობის კლუბი 2022 წლის 6 ივნისიდან ფუნქციონირებს. წარდგენითი ღონისძიების შემდეგ დაიწყო დაინტერესებული სტუდენტების რეგისტრაცია კლუბის წევრთა რიგებში.
კავკასიის უნივერსიტეტის თანასწორობის კლუბმა განახორციელა 11 აქტივობა, რომელმაც მოიცვა 350-ზე მეტი ბენეფიციარი.


პროექტები
ტრენინგი- დისკრიმინაცია შრომით ურთიერთობებში და დასაქმებულის უფლებათა დაცვა
3-11 ნოემბერი, 2022 წელი
კამპანია #ALLFORYOUTH ფარგლებში ასოციაციის ოთხივე საუნივერსიტეტო კლუბში ჩატარდა ტრენინგი თემაზე - „დისკრიმინაცია შრომით ურთიერთობებში და დასაქმებულის უფლებათა დაცვა“.
სესია თემაზე „არა კი-ს არ ნიშნავს“
21 ნოემბერი, 2022 წელი
კამპანია #ALLFORYOUTH ფარგლებში ასოციაციის ოთხივე საუნივერსიტეტო კლუბში ჩატარდა სესიები თემაზე „არა კი-ს არ ნიშნავს“ რომელიც ძალადობის ფარული ფორმების განხილვას მოიაზრებდა. ახალგაზრდები გაეცნენ ძალადობის სხვადასხვა სახეებსა და მათი გამოვლენის ფორმებს.
კინოჩვენება - 6-20 დეკემბერი, 2022 წელი
კამპანია #ALLFORYOUTH ფარგლებში ასოციაციის ოთხივე საუნივერსიტეტო კლუბში წარიმართა დისკრიმინაციის ამსახველი ფილმების ჩვენება, რომელსაც ბოლოს დარგის ექსპერტებთან ერთად დისკუსია მოჰყვებოდა.
შეხვედრა ქალ მეღვინესთან
13 აპრილი, 2023 წელი
შეხვედრა ჩატარდა Ia’s Wines-ს დამფუძნებელთან, რომელმაც გაგვიზიარა თუ როგორია წარმართო ბიზნესი საპირისპირო სქესით დომინირებულ სფეროში. ამასთან, გვიამბო მეღვინეობის იდეის დაბადებისა და განვითარების ისტორია.
მამაკაცები ხელსაქმეში ქართული კერამიკა
11 აპრილი, 2023 წელი
წარიმართა ქართული კერამიკის მასტერკლასი თელავში არსებულ ობიექტში სახელწოდებით „კერა“. სპიკერთან ერთად განვიხილეთ ხელობის ისტორია და პოტენციალი.
დალი ჩიტალაძისა და თემუკა დიასამიძის ჩართულობით წარიმართა სესია თემაზე: ტანსაცმელს გენდერი არ აქვს. შეხვედრაზე საუბარი იყო, სამოსთან დაკავშირებულ გენდერულ სტერეოტიპებზე, რა მოდის ტენდენციები არსებობს მსოფლიოს მასშტაბით, რა გზა გაიარა მოდამ დღემდე და როგორია მისი ისტორია ქართულ კონტექსტში.
