
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის თანასწორობის კლუბი
![lobo+cover [Recovered]_TSMU.png](https://static.wixstatic.com/media/ab0866_66463a6ccac24a9095a3372fcea5c2a4~mv2.png/v1/fill/w_399,h_399,al_c,q_85,usm_0.66_1.00_0.01,enc_avif,quality_auto/lobo%2Bcover%20%5BRecovered%5D_TSMU.png)

თსსუ-ს თანასწორობის კლუბი 2022 წლის 30 სექტემბერიდან ფუნქციონირებს. წარდგენითი ღონისძიების შემდეგ დაიწყო დაინტერესებული სტუდენტების რეგისტრაცია კლუბის წევრთა რიგებში.
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის თანასწორობის კლუბმა განახორციელა 9 აქტივობა 300-ზე მეტი ბენეფიციარის ჩართულობით.


პროექტები
ტრენინგი - დისკრიმინაცია შრომით ურთიერთობებში და დასაქმებულის უფლებათა დაცვა
3-11 ნოემბერი, 2022 წელი
კამპანია #ALLFORYOUTH ფარგლებში ასოციაციის ოთხივე საუნივერსიტეტო კლუბში ჩატარდა ტრენინგი თემაზე - „დისკრიმინაცია შრომით ურთიერთობებში და დასაქმებულის უფლებათა დაცვა“.
სესია თემაზე „არა კი-ს არ ნიშნავს“
24 ნოემბერი, 2022 წელი
კამპანია #ALLFORYOUTH ფარგლებში ასოციაციის ოთხივე საუნივერსიტეტო კლუბში ჩატარდა სესიები თემაზე „არა კი-ს არ ნიშნავს“ რომელიც ძალადობის ფარული ფორმების განხილვას მოიაზრებდა. ახალგაზრდები გაეცნენ ძალადობის სხვადასხვა სახეებსა და მათი გამოვლენის ფორმებს.
კინოჩვენება - 6-20 დეკემბერი, 2022 წელი
კამ პანია #ALLFORYOUTH ფარგლებში ასოციაციის ოთხივე საუნივერსიტეტო კლუბში წარიმართა დისკრიმინაციის ამსახველი ფილმების ჩვენება, რომელსაც ბოლოს დარგის ექსპერტებთან ერთად დისკუსია მოჰყვებოდა.
შეხვედრა ქალ მეღვინესთან
13 აპრილი, 2023 წელი
შეხვედრა ჩატარდა Ia’s Wines-ს დამფუძნებელთან, რომელმაც გაგვიზიარა თუ როგორია წარმართო ბიზნესი საპირისპირო სქესით დომინირებულ სფეროში. ამასთან, გვიამბო მეღვინეობის იდეის დაბადებისა და განვითარების ისტორია.
მამაკაცები ხელსაქმეში ქართული კერამიკა
11 აპრილი, 2023 წელი
წარიმართა ქართული კერამიკის მასტერკლასი თელავში არსებულ ობიექტში სახელწოდებით „კერა“. სპიკერთან ერთად განვიხილეთ ხელობის ისტორია და პოტენციალი.
საჯარო ლექციათა სერიას: „შიში, შფოთვა და დეპრესია" ოთხი შეხვედრის სახით წარიმართა, მათი მეშვეობით ახალგაზრდები გაეცნენ ინფორმაციას ფართოდ გავრცელებული მენტალური ჯანმრთელობის პრობლემების შესახებ, მათი იდენტიფიცირების გზებსა და გამოხატულებებს. სტუდენტებმა სპიკერთან, ნონა ხიდეშელთან ერთად ინტერაქციულ რეჟიმში განიხილეს შემდეგ საკითხებს: GEN-Z თაობაში მენტალური ჯანმრთელობის პრობლემების გამომწვევი მიზეზები; შფოთვისა და დეპრესიის სიმპტომები, გამოვლენის ფორმები, გავრცელებული მითები; რჩევები საკუთარი ემოციური მდგომარეობის შეფასებისათვის.
